სასტუმრო ტიფლისი

სასტუმროს შესახებ

„სასტუმრო ტიფლისი" მდებრეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში, თბილისიდან 205 კმ-ის დაშორებით ქ. ახალციხის ცენტრალურ ნაწილში. სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლიდან, ახალციხის (რაბათის) ციხიდან, ათიოდე წუთის სავალზე. სასტუმრო ტიფლისი იდეალურია საოჯახო დასვენების, ბიზნეს შეხვედრებისა და კორპორატიული საღამოებისათვის. სასტუმრო ტიფლისი გთავაზობთ 23 მაღალი კატეგორიის მყუდრო და კომფორტულ ნომერს. ჩვენი მიზანია სტუმარმა თავი იგრძნოს კომფორტულად და დაცულად.

ახალციხის ციხე (რაბათის ციხე)

სამცხე-ჯავახეთის შესახებ

სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთ უძველესი მხარეა, ადგილი სადაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოს სახლმწიფობრიობას, ბაგრატიონების დინასტიის მშობლიური მიწა და ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მხარე, რომელთანაც დაკავშირებულია გრიგოლ ხანცთელის, გიორგი მთაწმინდელის, თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, შალვა ახალციხელის და სხვა არაერთ დიდ ქართველ საერო თუ სასულიერო მოღვაწეთა სახელები. ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ ქართველები — მესხები. აქედან მოდის მხარის სახელწოდებაც. საუკუნეთა განმავლობაში მესხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეულები არსებობდა: დიაოხი, ზაბახა, ვიტეროხი (ტომთა გაერთიანებები), კლარჯეთის, წუნდის და ოძრხის საერისთავოები, ქართველთა სამეფო ანუ ტაო-კლარჯეთის სამთავრო, სამცხე-საათაბაგო, ახალციხის საფაშო. მესხეთს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, რასაც გამოჩენილ ქართველთა სიტყვებიც ადასტურებს:

ახალციხის ციხე (რაბათის ციხე)
ვარძია
საფარის სამონასტრო კომპლექსი
“მესხეთი არის აკვანი საქართველოს დიდებისა...” – მოსე ჯანაშვილი.
“იქ გაფანტული კულტურის ნაშთები სულია ჩვენი ერისა” – ვაჟა-ფშაველა.
“აქ ოდითგანვე ჟღერდა სიტყვა ქართული რუსთაველისა ...” – ვახუშტი ბაგრატიონი.
“მესხეთი ქართველებისთვის ის არის სწავლა-განათლების საქმეში, რაც საბერძნეთი კაცობრიობისათვის” - მოსე ჯანაშვილი. ისტორიული მესხეთის ტერიტორია - სამცხე, ჯავახეთი, თორი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სპერი, ჭანეთი, ცენტრალიზებული ფეოდალური საქართველოს ერთ მესამედს შეადგენდა, რაც დაახლოებით 34,2 ათას კვ. კმ-ია. აქედან დღეისათვის 9,4 ათასი კვ.კმ საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული, ხოლო დიდი ნაწილი თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია. ახალციხის შესახებ: ახალციხე, (ძვ. ლომსია), სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე. ლომისის ხატიდან გამომდინარე ამ დასახლებულ პუნქტს ერქვა ლომისა, რომელიც მოიცავდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროს ამირანის გორიდან დღევანდელი რაბათის დასახლების ჩათვლით. ლომსიას წარმოშობა და სამცხის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად გახდომა, განაპირობა მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რადგან იგი წარმოადგენს სტრატეგიულ გზაჯვარედინს, ქართლს, ჯავახეთს, აჭარა-იმერთსა და ტაო-კლარჯეთს შორის. ახალციხე წყაროებში XII საუკუნიდან იხსენიება, როცა სამცხის ათაბაგებმა - ჯაყელებმა - აღადგინეს და განაახლეს ციხე სიმაგრე ლომსია და მას ეწოდა ახალციხე.